17 ნოემბერი 2024,   07:49
ვრცლად
გუდაური-კობის მონაკვეთზე ჩარჩენილი მგზავრები დახმარებას ითხოვენ

მეოთხე დღეა გუდაური-კობის მონაკვეთზე ჩარჩენილი მგზავრები დახმარებას ითხოვენ. დიდთოვლობის გამო, ამ მონაკვეთზე მოძრაობა კვლავ პარალიზებულია. მგზავრების ნაწილმა, რომელთა შორის ტურისტები და მცირეწლოვანი ბავშვები არიან, გასული ღამე კვლავ მანქანებში, ნაწილმა კი საკუთარი სახსრებით მოძებნილ ახლო მდებარე სასტუმროში გაათენა. მგზავრები ამბობენ, რომ გუდაურში გუშინ დღის ბოლოდან გამოიდარა, თუმცა გზის გაწმენდა ამ დრომდე არ დაწყებულა. გზების დეპარტამენტში კი აცხადებენ, რომ გამოდარების მიუხედავად ტერიტორიაზე ზვავსაშიშროება ნარჩუნდება.

 

დღის ამბები