პრობლემა, რომელიც 5 წლის განმავლობაში მოუგვარებელი იყო წინასაარჩევნოდ ერთ დღეში გადაწყდა - საუბარია მონადირეებისა და მეთევზეების მოთხოვნაზე, კოლხეთის დაბლობში მათთვის ნადირობისა და თევზაობის ლიცენზია გაეგრძელებინათ. ამის შესახებ გადაწყვეტილება შინაგან საქმეთა მინისტრმა 400-მდე მონადირესა და მეთევზეც ზუგდიდში გამართულ შეხვედრაზე შეატყობინა. ვიცე-პრემიერი, გიორგი გახარია თავად ამბობს, რომ შეხვედრაზე შემთხვევით მოხვდა.
„მთავრობის სხვა წევრებიც უფრო ხშირად უნდა იყვნენ სამეგრელოში და ამას ძალიან მარტივი ახსნა აქვს. სამეგრელო არის უმნიშვნელოვანესი კუთხე და რეგიონი და პირველ რიგში მის მნიშვნელობას განაპირობებს საოკუპაციო ხაზი, რომელიც სულ რამოდენიმე კილომეტრში მდებარეობს, ამ კონტექსტიდან გამომდინარე არჩევნებიც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, უსაფრთოებაც ამ არჩევებზე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. გპირდებით, რომ არჩევნებს რომ დავასრულებთ კიდევ უფრო ხშირად ვიქნები აქ. სრულიად შემთხვევით მოვხვდი მონადირეებთან შეხვედრაზე და ძალიან კმაყოფილი ვარ. ამ ტულბურენტულ, ისტერიულ გარემოში ვნახე მშვიდი, წყნარი ადამიანები რომლებიც თავისი პროფესიული საქმიანობის გარდა . მშვენიერი ჰობი გააჩნიათ,“-განაცხადა გიორგი გახარიამ.