”სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრი” ყველა იმ პირს, ვინც თვლის, რომ სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით არის გათავისუფლებული, უფასო იურიდიულ დახმარებას სთავაზობს.
ამ გადაწყვეტილების მიზეზად ზვიად კუპრავა ბოლო პერიოდში გაზრდილ მიმართვიანობას ასახელებს.
„მოგვმართა რამდენიმე ადამიანმა, მათ შორის იყო ძალოვანი უწყების წარმომადგენლები, მათ შორის იყო ბაგა-ბაღების თანამშრომლები და დირექტორები. ყველა ეს ადამიანი, ეს იქნება ჯარისკაცი, ეს იქნება პოლიციელი თუ ეს იქნება მერიის, საკრებულოს თუ გამგეობის თანამშრომელი, ვინც შეიძლება გახდეს ან ვინც გახდება პოლიტიკური თუ სხვა სახის ჩაგვრის მსხვერპლი, ჩვენ მათ მოვუსმენთ აუცილებლად, შევთავაზებთ ყველა სახის იურიდიულ დახმარებას, უფასოდ ცხადია,“ - განაცხადა ზვიად კუპრავამ.