20 აპრილი 2024,   03:13
ვრცლად
უოლტ დისნეი დღეს მიკი მაუსის 90 წლის იუბილეს ზეიმობს

უოლტ დისნეი დღეს მიკი მაუსის 90 წლის იუბილეს ზეიმობს. ბავშვების საყვარელი ანიმაციური გმირის დაბადების დღის აღსანიშნავად ღონისძიებები მთელს მსოფლიოში მიმდინარეობს.

გაიმართება ონლაინ აუქციონიც, რომელზეც მიკი მაუსის 7 იშვიათი პოსტერი გაიყიდება. ისინი 1930- 40 წლებით თარიღდება.

პოსტერები, რომელთაგანაც ორის მხოლოდ ერთი ეგზემპლარია შემორჩენილი, უოლტ დისნეიმ ლონდონში გამოფინა. ონლაინ ვაჭრობა 26 ნოემბრამდე გაგრძელდება. მიკი მაუსი მსოფლიომ პირველად 1928 წელს, მოკლემეტრაჟიანი მულტფილმით გაიცნო.


დღის ამბები