17 ნოემბერი 2024,   07:49
ვრცლად
კულტურის ყოფილი მინისტრი ავარიაში მოყვა

კულტურის ყოფილი მინისტრი ავარიაში მოყვა. 12 მოტეხილი ნეკნით, მიხეილ გიორგაძე ინგოროყვას კლინიკაშია მოთავსებული. შემთხვევა გვიან ღამით, ყვარელთან მოხდა. 

„პაციენტი შემოსულია დღეს გამთენიისას ჩვენს კლინიკაში. იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე. მიღებული აქვს სხეულის მრავლობითი დაზიანებები ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. ამ წუთებში რეანიმაციულ განყოფილებაშია პაციენტი. ჩატარებული კვლევებით დიაგტნოსტირებულია თავის ტვინის დაჟეჟილობის სურათი. ასევე გულ-მკერდის დახურული ტრავმა ნეკნების მრავლობითი მოტეხილობით და ფილტვის ქსოვილის დაჟეჟილობით და მენჯის ძვლების მოტეხილობა. ზოგადი მდგომარეობა მძიმეა მაგრამ ამ ეტაპზე სტაბილური,“-განაცხადა მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრის გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი გაფრინდაშვილმა. 

დღის ამბები