საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დღეს ქადაგებისას საპრეზიდენტო არჩევნების მშვიდობით ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ილია მეორემ ეკლესიებს შორის არსებულ დაპირისპირებაზეც გაამახვილა ყურადღება და იმედი გამოთქვა, რომ კონსტანტინოპოლისა და რუსეთის პატრიარქები საერთო ენას გამონახავენ.
„ღმერთმა ინებოს, რომ მშვიდობა იყოს ეკლესიაში. მშვიდობა იყოს ქვეყანაში. ღმერთმა ინებოს რომ ის არჩევნები, რომელიც მომავალში უნდა იყოს ქვეყანაში, პრეზიდენტის არჩევნები მშვიდობით ჩატარდეს. ღმერთი მოწყალეა. თქვენ მოგეხსენებათ რომ გართულებულია ურთიერთობა კონსტანტინეპოლსა და რუსეთის ეკლესიათა შორის. მაგრამ იმედი მაქვს, რომ მისი პატრიარქები გამონახავენ საერთო ენას და ეს მწუხარება სიხარულად გარდაიქცევა,“-განაცხადა ილია მეორემ.
დღესვე პატრიარქი სამების ტაძარში მორიგ საყოველთაო ნათლობას ჩაატარებს. ცერემონია ტაძარში დაახლოებით 2 საათში დაიწყება. პატრიარქმა დღეს ტაძარში მყოფი წითელი ჯვრის თანამშრომლები და მოხალისეები დალოცა.