17 ნოემბერი 2024,   07:46
ვრცლად
"პედაგოგებს ესაუბრებიან თუ ხმას არ მოგვცემთ გაგყრით სამსახურებიდან," - ბაჩუკი ქარდავა

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები დარწმუნებული არიან, რომ ყველა ის უკანონობა, რასაც ხელისუფლების წარმომადგენლები ამომრჩეველთა ხმების მისაღებად აკეთებენ,  "ქართულ ოცნებას" გამარჯვებას ვერ მოუტანს. ბაჩუკი ქარდავა ამ ქმედებებს შორის პედაგოგებისთვის პასპორტების ჩამორთმევას, ერთჯერადად თანხის გაცემას და სოციალური დახმარებების დაპირებას ასახელებს. მისი თქმით მასწავლებლებს არ ეშინიათ წაგებული ხელისუფლების და გაერთიანებული ოპოზიცია გაორმაგებულ ხმებს მიიღებს მეორე ტურში. 

„ფასადურად, შენიღბულად  მაინც, რომ ვხედავდეთ იმას, რომ ამ პედაგოგებს ეს ადამიანები ესაუბრებიან ხელფასის  მომატებაზე, ან რაღაც განათლების რეფორმაზე, ამაზე არ საუბრობენ. ისინი ამ ადამიანებს, პედაგოგებს ესაუბრებიან იმაზე, რომ თუ ხმას არ მოგვცემთ ყველას გაგყრით სამსახურიდან. დამერწმუნეთ ამ ხალხს უკვე წაგებული ხელისუფლების არ ეშინია. და ის ხმები რომელიც ოპოზიციამ მიიღო გაორმაგდება,“-განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ. 

დღის ამბები