საარჩევნო ბანერები, რომელზეც სალომე ზურაბიშვილის ნაცვლად „ქართული ოცნების“ ლიდერების ფოტოებია განთავსებული- ე.წ. "დამოუკიდებელი კანდიდატის" საარჩევნო ბანერებზე მხოლოდ მისი სახელი და გვარის და საარჩევნო ნომერია მითითებული. თავად კანდიდატი კი ივანიშვილის გუნდმა საგულდაგულოდ გადამალა.
საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის დასრულების შემდეგ სალომე ზურაბიშვილი ჯერ ეკრანებიდან გაქრა, შემდეგ ბილბორდებიდანაც.
„ქართული ოცნების“ ახალი სტრატეგია მხოლოდ ბილბორდებს არ შეხებია. უკან დაუძახეს დაქვეითებულ და იმ დღესვე დავიწყებულ თანამებრძოლებს, რომელთა გამო უხერხულ მდგომარეობაში არაერთხელ აღმოჩნდა. ლეგენდარულ ოლეგ იაძეს და ტატამის სხვა ცნობილ ფალავნდებს წინა ცხოვრებიდან.
სადაო აღმოჩნდა არჩევნების თარიღიც. აქტივობით მანიპულაციისთვის ოცნებამ სამუშაო დღე შეარჩია, რაც განსაკუთრებულ სირთულეს ემიგრანტებისთვის შექმნის.
ამასთან დაფიქსირდა ამომრჩევლის მოსყიდვის არაერთი ფაქტი. მათ შორის ადგილი აქვს მოქალაქეებისთვის ხმების სანაცვლოდ, ფულის, კართოფილის და შეშის გადაცემას. მმართველი გუნდის რეპრესიები შეეხოთ ბაგა-ბაღის დირექტორებსაც.