17 ნოემბერი 2024,   07:56
ვრცლად
Edison Research-ის სოციალური კვლევები და ეგზიტპოლები, რომელსაც უნდობლობას მხოლოდ მმართველი გუდნი უცხადებს

Edison Research-ის გამოკითხვის შედეგები, რომელსაც მმართველი გუნდი უნდობლობას უცხადებს - ორგანიზაციას, რომელსაც ბოლო 14 წელია ისეთი ამერიკული მედია გიგანტები უკვეთავენ ეგზიტპოლებს არჩევნებისთვის, როგორებიც არიან CNN-ი და ABC მხოლოდ „ქართულ ოცნებაში“ იწვევს უნდობლობას.

„რუსთავი 2“-მა Edison Research-ს ეგზიტპოლების ჩატარება პირველად 2010 წელს, თვითმმართველობის არჩევნებზე დაუკვეთა. მაშინ ჩატარებულმა ეგზიტპოლმა ზუსტად იწინასწარმეტყველა თბილისის მერის არჩევნების პირველივე ტურში გიგი უგულავას გამარჯვება. ასევე ზუსტად განსაზღვრა სხვა პრეტენდენტების შედეგებიც. ცესკო-ს მონაცემები მაშინ ასეთი იყო: უგულავა 55%, ალასანია 19%, გია ჭანტურია 10%, ზვიად ძიძიგური 8%.


მეორედ Edison Research-მა  „რუსთავი 2“-ისთვის ეგზიტპოლი 2012 წელს დაითვალა. საქართველოს ისტორიაში ყველაზე დაძაბული და ძნელად პროგნოზირებადი არჩევნების საბოლოო შედეგები პროპორციული დათვლით თითქმის ზუსტად დაემთხვა ამერიკელი ექსპერტების მიერ შედგენილ ეგზიტპოლს.

Edison Research-ის ეგზიტპოლებით იზეიმა გამარჯვება ქართულმა ოცნებამ 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზეც.  

სულ ბოლოს კი ეგზიტპოლი Edison Research-მა 28 ოქტომბერს ჩაატარა, რომლის შედეგებიც პრაქტიკულად იდენტური აღმოჩნდა ცესკო-ს მონაცემებითან.

მაშინ როდესაც Edison Research ამერიკის კონგრესის შუალედური არჩევნების შედეგებს ითვლიდა, პარალელურად კომპანიის სტატისტიკოსები საქართველოში მორიგ წინა საარჩევნო სოციოლოგიურ კვლევას ატარებდნენ. რომლის შედეგების მიხედვით, მეორე ტურში მოსახლეობის უმრავლესობა ოპოზიციური კანდიდატისკენ იხრება და სრული ალოკაციის მეთოდით გრიგოლ ვაშაძე მეორე ტურს 12%-იანი უპირატესობით ლიდერობს.

არჩევნების დღეს  მეორე ტურშიც ეგზიტპოლებს "რუსთავი 2"-ის დაკვეთით Edison Research დაითვლის და ისტორიული არჩევნების პირველ შედეგებსაც  მაყურებელი საღამოს 08:00 საათზე, საარჩევნო უბნების დახურვისთანავე, პირველი გაიგებს.

 

ავტორი: მიხეილ სესიაშვილი

 
 

დღის ამბები