17 ნოემბერი 2024,   07:46
ვრცლად
ზურაბიშვილის განცხადებები ომზე და სასამართლო ჰააგაში, სადაც განსასჯელი სკამზე შესაძლოა ქართველი გმირები აღმოჩნდნენ-სამხედროების ღია პროტესტი

სამხედრო მოსამსახურეების საჯარო უარი სალომე ზურაბიშვილს - სამხედროებისთვის წითელი ხაზი საპრეზიდენტო კანდიდატის ომთან დაკავშირებული განცხადებები და ჰააგაში მიმდინარე გამოძიება აღმოჩნდა, სადაც შესაძლოა, განსასჯელის სკამზე საქართველოსთვის მებრძოლი გმირები აღმოჩნდნენ.  

პირველი გენერალი დევი ჭანკოტაძე იყო, რომელსაც  2009-2012 წლებში გაერთიანებული შტაბის მეთაურის თანამდებობა ეკავა. მან ვიდეო მიმართვა გაავრცელა სადაც, სადაც რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო, სალომე ზურაბიშვილი გააკრიტიკა. 

მალევე მის სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ სამხედრო მოსამსახურეების სხვა მიმართვებიც გაჩნდა. შეირაღებული ძალების მოსამსახურეები ღიად ამბობენ, რომ იმ განცხადებების გამო, რომელსაც სალომე ზურაბიშვილის აკეთებს, არ სურთ ის ქვეყნის მთავარ სარდალი იყოს. 

დღის ამბები