17 ნოემბერი 2024,   07:55
ვრცლად
გრიგოლ ვაშაძის გეგმა ე.წ. შავ სიაში მყოფი პირებისთვის ვალების ჩამოწერაზე-კახა კალაძემ ოპოზიციის საპასუხოდ პრემიერის ბრიფინგი დააანონსა

აქცია სამ ბანკთან და სამი ინიციატივა მათი საქმიანობის დასარეგულირებლად - დღეს ოპოზიციამ ერთდროულად სამ წერტილში გამართა საპროტესტო გამოსვლა იმ პრობლემების წინააღმდეგ, რომლებიც მოსახლეობას მსხვილი ბანკებისგან ექმნება.

გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი კონკრეტული წინადადებებით გამოდის, რომ ე.წ. შავ სიაში მყოფი მოქალაქეებს ვალები ჩამოეწეროთ და დავალიანება მთავრობამ საკუთარ თავზე აიღოს. გრიგოლ ვაშაძე ასევე მოქალაქეებზე დარიცხული საურავები გაუქმდეს და იპოთეკური სესხის პროცენტი მნიშვნელოვნად შემცირდეს.

გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის ამ მოწოდებას მმართველ გუნდში კლოუნადა უწოდეს. კახა კალაძემ განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებას“ საკუთარი სამოქმედო გეგმა აქვს რომლის გახმოვანებასაც პრემიერი ხვალ გეგმავს.

უსამართლო მევახშეების მიერ შექმნილი მონოპოლიების შედეგი, რომელსაც სათავეში ბიძინა ივანიშვილი უდგას - ასე ქვეყანაში არსებულ ვითარებას საქართველოს მესამე პრეზიდენტი აფასებს. მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ 2012 წლის შემდეგ, ქვეყანაში სესხის აღება 8-ჯერ, ხალხს კი დავალიანება 4-ჯერ გაეზარდა.

მიხეილ სააკაშვილი განმარტავს, რომ აუცილებელია უსამართლო საურავების გაუქმება, უსამართლო ვალების ორი წლით გაყინვა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების გადავადებული ვალების ჩამოწერა. საქართველოს მესამე პრეზიდენტი აცხადებს, რომ უნდა მოხდეს საპროცენტო განაკვეთების მკვეთრი დაწევა და ქვეყანაში სხვადასხვა ბანკის შემოსვლა რაც სამი ბანკის მონოპოლიას გააუქმებს. მისივე თქმით გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის გამარჯვების შემდეგ სწორედ ამ გეგმას განახორციელებს გრიგოლ ვაშაძე. 

დღის ამბები