ახალი ბანერები თბილისში - დედაქალაქში საარჩევნო ბანერები გამოჩნდა წარწერით - არა არა ნაცებს, არა ბოროტებას.
სამოქალაქო სექტორს წინასაარჩევნო პერიოდში, ქართული ოცნების მიერ ბანერების ხარჯებთან დაკავშირებით შეკითხვები აქვთ. იურისტები იმ შესაძლო კანონდარღვევაზე საუბრობენ, რომელიც სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო კამპანიას ახლავს თან. მესამე სექტორში განმარტავენ, რომ იმ შემთხვევაში თუ ახალი სარეკლამო ბანერებისთვის გამოყოფილი თანხა აუდიტის სამსახურში არ იქნა დეკლარირებული როგორც შემოწირულობა , ეს კანონდარღვევად ჩაითვლება.
„ასეთ სახის ხარჯი, რომელიც გაწეულია ბილბორდებზე უნდა იქნეს დეკლარირებული აუდიტის სამსახურში. სავარაუდოდ ეს უნდა იყოს დეკლარირებული, როგორც ქალბატონი სალომე ზურაბიშვილისთვის შემოწირულობა და წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იქნება უკანონო შემოწირულობა და ამაზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება და ჯარიმა იქნება გათვალისწინებული სავარაუდოდ,“-განაცხადა ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელმა დირექტორმა მიხეილ ბენიძე.
მესამე სექტორი აუდიტის სამსახურს ბანერების წარმომავლობის დაინტერესებისკენ მოუწოდებს.