17 ნოემბერი 2024,   07:43
ვრცლად
წინასაარჩევნოდ დარიგებული პროდუქტი რეგიონებში - ინფრასტრუქტურის მინისტრი ამტკიცებს, რომ მომხდარი არჩევნებს არ უკავშირდება 

ამომრჩევლებზე ზეწოლა, დაშინება და მოსყიდვა ჩვენ უკან მოვიტოვეთ 2012 წელს, - ამის შესახებ განცხადება, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ფოთში ყოფნისას გააკეთა.  

მაია ცქიტიშვილი არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ ხელისუფლება ამომრჩევლებს ხმების სანაცვლოდ საკვებ პროდუქტს ურიგებს.

მინისტრი ამტკიცებს, რომ ადგილობრივებს მხოლოდ მუნიციპალიტეტი ეხმარება და ეს მუდმივ რეჟიმში ხდება.

„მოსახლეობის მხარდაჭერა და მოსახლეობისთვის სოციალური დახმარების გაცემა, არის ისეთ საქმიანობა, რომელსაც ყველა მუნიციპალიტეტი მუდმივ რეჟიმში ახორციელებს. ეს არ არის არჩევნებთან დაკავშირებული საქმიანობა.

ამომრჩეველზე ზეწოლა, ამომრჩეველთა მოსყიდვა, ჩვენ უკან მოვიტოვეთ 2012 წელს. ძალიან ბევრი ადამიანი ღიად საუბრობს, რომ მათ ჯერ კიდევ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან აქვთ დაშინების ფაქტები,“-აცხადებს ცქიტიშვილი.

დღის ამბები