წითელ ხიდთან დაკავებული მუსლიმი თემის სულიერი ლიდერის, მირთაგ ასადოვის ოჯახში სახალხო დამცველისა და EMC წარმომადგენლები მივიდნენ.
მათ ასადოვებს სოლიდარობა გამოუცხადეს და იმედი გამოთქვეს, რომ საქართველო საკუთარ მოქალაქეს დაიცავს.
წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დაკავებულ ასადოვს ბაქოს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გავრცელებული ინფორმაციით, ციხეში ის სერიოზული ზეწოლის ქვეშ არის. ადვოკატს მასთან შესვლის უფლებას არ აძლევენ.
მარნეულში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე, ასადოვი რომელიც ხელისუფლებას ხშირად აკრიტიკებდა, შვიდ ნოემბერს გაუჩინარდა.
„დღეს ჩემთან არასამთავრობო ორგანიზაციისა და სახალხო დამცველის წარმომადგენელები იმყოფებოდნენ.მათ სოლიდარობა გამოგვიცხადეს და ჩემი შვილის დაკავებასთან დაკავშირებით ბევრი შეკითხვა დამისვეს. მადლობა მათ გვერდში დგომისთვის.მირთაგის დაკავებამ ბევრი კითხვა გააჩინა და იმედი მაქვს ამ კითხვებს საქართველოს ხელისუფლება მალე ნათელს მოჰფენს. ბაქოში ჩემს შვილთან ადვოკატსაც კი არ უშვებენ,რაც უკანონოა.ჩემი შვილი ძალიან აქტიურად არის ჩართული საზოგადოებრივ აქტივობებში და ეს უკანონობა დაუშვებელია.მოწმე ამბობს,რომ ჩემი შვილი ბაქოში 7 ნოემბერს გადაიყვანა,აზერბაიჯანის სასამართლო კი ამტკიცებს,რომ ის 8 ნოემბერს დააკავეს,”-განაცხადა მირთაგი ასადოვის მამამ, მირ-ჰუსეინ ასადოვმა.