02 ივლისი 2024,   10:56
ვრცლად
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა თავდაცვის მინისტრის თანამდებობაც დაიკავა

ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელის პრემიერ-მინისტრის პოსტის პარალელურად, თავდაცვის მინისტრის თანამდებობა დაიკავა.

გადაწყვეტილება მთავრობის მეთაურმა ისრაელში სამთავრობო კრიზისის დაძლევის მიზნით მიიღო, რომლიც ავიგ-დორ ლიბერმანის თავდაცვის მინისტრის პოსტიდან გადადგომის შემდეგ დაიწყო. ლიბერმანის პარტიამ ასევე დატოვა მმართველი კოალიცია - შედეგად მოქმედი პრემიერის პარტია პარლამენტში სუსტი უმრავლესობით დარჩა.

ქვეყანაში შესაძლოა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დაინიშნოს, რაც ნეთანაჰუს შეფასებით, ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება.

ისრაელის თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან მას შემდეგ გადადგა, რაც სამდღიანი დაპირისპირების შემდეგ ისრაელმა მოძრაობა ჰამასთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დადო.

დღის ამბები