02 ივლისი 2024,   10:56
ვრცლად
ჩაძირულ არგენტინულ წყალქვეშა ხომალდ სან-ხუანზე ავარია, სავარაუდოდ, აფეთქებამ გამოიწვია

ერთი წლის წინ ჩაძირულ არგენტინულ წყალქვეშა ხომალდ სან-ხუანზე ავარია, სავარაუდოდ, აფეთქებამ გამოიწვია - ინფორმაციას ამის შესახებ არგენტინის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სპეციალურ პრესკონფერენციაზე, უწყების ხელმძღვანელმა ჩაძირული წყალქვეშა ნავის პირველი ფოტოებიც გაასაჯაროვა, სადაც ხომალდის კორპუსს აფეთქების კვალი ემჩნევა.

"სან-ხუანი" რამდენიმე დღის წინ ამერიკულმა კერძო კომპანიამ არგენტინის სანაპიროსთან, 900 მეტრის სიღრმეზე აღმოაჩინა. წყალქვეშა ნავთან კავშირი 2017 წლის 15 ნოემბერს შეწყდა. მის ბორტზე ეკიპაჟის 44 წევრი იმყოფებოდა.

დღის ამბები