02 ივლისი 2024,   10:57
ვრცლად
ხმაურიანი აქცია ესპანეთში - "ფემენის" აქტივისტებს ესპანელი დიქტატორის მიმდევრები დაუპირისპირდნენ

ესპანეთში "ფემენის" აქტივისტების აქციას დაპირისპირება მოჰყვა. მადრიდში, ესპანელი დიქტატორის, ფრანსისკო ფრანკოს დაღუპვის დღის აღსანიშნავად მისი მომხრეების მარში მიმდინარეობდა.

მსვლელობის მონაწილეებს შორის სამი ახალგაზრდა ქალი ფაშიზმის საწინააღმდეგო შეძახილებით შეიჭრა, რასაც ფრანკოს მიმდევრების მხრიდან აღშფოთება მოჰყვა.

მათ ახალგაზრდები ძირს დააგდეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ფემენის აქტივისტები აქციიდან სამართალდამცველებმა გაიყვანეს. ფრანკოს მიმდევრები მავზოლეუმიდან დიქტატორის ნეშტის გადასვენებას აპროტესტებდნენ.

დღის ამბები