17 ნოემბერი 2024,   07:46
ვრცლად
მარნეულის ყოფილი მერის საქმე - აბაზოვის ადვოკატი მტკიცებულებების არარსებობაზე საუბრობს 

არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ბრალდებით დაკავებული მარნეულის ყოფილი მერის ადვოკატი, საქმეში მტკიცებულებების არარსებობაზე საუბრობს.

გაგი მოსიაშვილი მოსამართლეს, თემურ აბაზოვის საქმის ობიექტური განხილვისკენ მოუწოდებს.

ადვოკატი, ამბობს, რომ ბრალდება მხოლოდ ერთი მოწმის, დაზარალებულის ჩვენებაზეა აგებული და ის საქმეში არსებულ სხვადასხვა მტკიცებულებებთან შეუსაბამობაშია.

„ბრალდების ერთ-ერთი მთავარი მოწმე დაზარალებული პირი, რომელმაც სასამართლოში მისცა ჩვენება, განაცხადა, რომ „დიახაც, მას აქვს პირადი წყენა“. სოციალურ ქსელში გავრცელებული  ინფორმაცია, რომლის გავრცელებასაც ედავება თემურ აბაზოვს ბრალდების მხარე გავრცელებულია, მაგრამ არა გავრცელებულია თემურ აბაზოვის მიერ, არამედ კონკრეტული პირის მიერ, რომლის მიმართაც დევნაც კი არ არის დაწყებული“ - აცხადებს ადვოკატი

მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი 13 ივნისს დააკავეს. მისთვის თავისუფლების აღკვეთის საფუძველი კი მარნეულის მკვიდრის შეურაცხყოფა და შესაბამისი კადრების ინტერნეტში გავრცელება გახდა. აბაზოვი ბრალს არ აღიარებს.

დღის ამბები