გაერთიანებული ოპოზიციის წევრი ომარ მახარაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს თორნიკე რიჟვაძეს ტყუილის გავრცელებაში ადანაშაულებს და საჯაროდ ბოდიშის მოხდას სთხოვს.
ომარ მახარაძის თქმით, თორნიკე რიჟვაძემ "ქართული ოცნების" ხულოს ორგანიზაციის შტაბიდან თანხის გაფლანგვაში უსაფუძვლო ბრალი დასდო.
„მე, ომარ მახარაძე 2011 წლიდან, ბევრისგან განსხვავებით, ვიდექი ქართული ოცნების რიგებში. მე კარგად მესმის თქვენი, რადგან ახალგაზრდა პოლიტიკოსისათვის ადვილია სხვისი დაწერილი ტექსტისა და აბსურდული ბრალდებების გაჟღერება. უნდა გითხრათ, რომ თქვენ გაცდით პოლიტიკურ ჭრილს, მძიმე და ამავდროულად არაადექვატური ბრალდება წამიყენეთ, ამიტომ გირჩევთ, მოეშვათ ამ აბსურდულ ბრალდებას, იყავით კორექტული და თავი შეიკავეთ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან“ - აცხადებს მახარაძე
მახარაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გამოეხმაურა. მისი თქმით, ომარ მახარაძე პარტიიდან ფინანსური დარღვევის გამო სამი თვის წინ გაუშვეს.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ყოფილ თანაგუნდელს ქურდი უწოდა.
შეგახსენებთ, ომარ მახარაძე "ქართული ოცნება" ცოტა ხნის წინ დატოვა და მხარდაჭერა გაერთიანებულ ოპოზიციას გამოუცხადა.