17 ნოემბერი 2024,   07:21
ვრცლად
ივანიშვილის მორიგი სიცრუე - ოპოზიცია ვალების ჩამოწერასთან დაკავშირებით მთავრობის გეგმას აბსურდულს უწოდებს

ოპოზიცია ვალების განულებასთან დაკავშირებით პრემიერის ინიციატივას აბსურდულს უწოდებს. საუბარია 600 ათასი მოქალაქისთვის ვალის განულებაზე.  ესენი ის მოქალაქეები არიან ვისი საბანკო ვალდებულების ძირი 2000 ლარს არ აღემატება და რომელებიც ვალის გადაუხდელობის გამო ე.წ. შავ სიაში იმყოფებიან. 

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი პეტრე ცისკარიშვილი აცხადებს, რომ მთავრობა სასოწარკვეთილებაშია და ვაბანკზე მიდის. 

„ახალ წლამდე ვალებს ჩამოგაწერთ, ასეთი აბსურდული დაპირება მე მგონი მსოფლიოში არ გაჟღერებულა. ეს მეტყველებს  ორ რაღაცაზე. რამდენად ძლიერია ოპოზიცია, რომ აიძულებს ხელისუფლებას ვაბანკზე წავიდნენ. ყველანაირი ნაბიჯი გადადგან. ყველანაირი ბოლო კაპიკი ამოიღონ ქართუდან თუ საკუთარი ჯიბიდან და დაახარჯონ ამომრჩეველს. და მეორე,  თუ რამდენად ეშინია წაგების და  სასოწარკვეთილია რომ ვერ წარმოუდგენია საპრეზიდენტო ინსტიტუცია აღმოჩნდეს ოპოზიციის ხელში,“-განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

დაპირებას ვალების განულებასთან დაკავშირებით მორგი სიცრუედ აფასებენ „ევროპულ საქართველოშიც“. გიგა ბოკერია ამბობს, რომ სიღარიბიდან მოქალაქეების ამოყვანა მხოლოდ ახალ სამუშაო ადგილებს და ეკონომიკის გაძლიერებას შეუძლია.

„ეს არის მორიგი სიცრუე ივანიშვილის, რომ ის შეძლებს სიღარიბიდან და ცუდი ვალებიდან, უიმედო ვალებიდან ამოყვანას ჩვენი მოქალაქეების. სწორედ მისმა პოლიტიკამ შეიყვანა ამ მდგომარეობაში ქვეყანა.  გაზარდა  სიღარიბე და გაზარდა უიმედო ვალები.  და შემდგომშიც მისი ხელისუფლებაში დარჩენა  არის გარანტია სიღარიბის და ამ უიმედო ვალების მქონე ადამიანების რაოდენობის ზრდის. ამიტომ  ახლა უნდა დავამარცხოთ ეს კაცი ამ არჩევნებზე. შემდეგ ქვეყანას სჭირდება ეკონომიკის ამუშავება. გადასახადების დაწევა. და სამუშაო ადგილების გაჩენა. მხოლოდ ეს არის გზა ამ ვალებიდან და სიღარიბიდან ხალხის ამოყვანის,“-განაცხადა გიგა ბოკერიამ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები