17 ნოემბერი 2024,   07:32
ვრცლად
მე, არ მჭირდება პლაკატებზე ავიტანო ჩემი ხედვა „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ - სალომე ზურაბიშვილი 

მე, არ მჭირდება პლაკატებზე ავიტანო ჩემი ხედვა „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ რჩეული საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, „ნაციონალური მოძრაობის“ წინაღმდეგ მიმართული აგრესიულ საარჩევნო ბანერების განთავსებას.

სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ის ევროპულ საარჩევნო კამპანიას აწარმოებს, ხოლო რაც შეეხება "ნაციონალურ მოძრაობას", მისი თქმით, ოპოზიციური პარტია წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების პირველივე დღიდან, აგრესიული წინასაარჩევნო კამპანიით გამოირჩევა. 

„ამ დღეებში არ არის დაწყებული აგრესიული  კამპანია. მე მგონი დაიწყო ორ თვე ნახევრის წინ და ჩემს წინააღმდეგ. ჩემი სტილი კამპანიის არის პირველი დღიდან  ევროპული კამპანია და გრძელდება. მე არ მჭირდება პლაკატებზე ავიტანო ჩემი ხედვა  ნაციონალური მოძრაობის. მე ჩემი ხედვა გამოვთქვი იპოდრომზე 2005 წელს და არ შეცვლილა. ასეთი გამოთქმები ყოფილი საქართველოს პრეზიდენტის მიერ, რომელიც ჯდება ტიპიურ ანტისემიტურ გამოთქმებში, რაც არ ახასიათებს და არასოდეს არ ახასიათებდა საქართველოს. და პირიქით, საქართველო არის ცნობილი მთელს მსოფლიოში  იმითი რომ აქ ანტისემიტიზმი არასდროს  არ არსებობდა, ეს არის შეურაცხყოფა საქართველოსი, ქართული ღირსების, ქართული ღირებულებების და მიუღებელი ყოფილი საქართველოს პრეზიდენტისგან,“-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

 

დღის ამბები