17 ნოემბერი 2024,   07:43
ვრცლად
"ოცნების" მთავარი PR ტექნოლოგის, ლაშა ნაცვლიშვილის მიერ ავტომობილის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვა - შსს-მ მოკვლევა დაიწყო

„ქართული ოცნების“ მთავარი PR ტექნოლოგის და ყოფილი მთავარი პროკურორის, ლაშა ნაცვლიშვილის მიერ ავტომობილის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვის გამო შსს-მ მოკვლევა დაიწყო.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, საქმეზე მოკვლევა  P.S.-ში გასული სიუჟეტის შემდეგ დაიწყო.

კადრები, რომელიც P.S.-მა ექსკლუზიურად მოიპოვა-საპატრულო პოლიციის სამხრე კამერით გადაღებულ ვიდეომასალაში „ქართული ოცნების“ მთავარი PR ტექნოლოგი და ყოფილი მთავარი პროკურორი ლაშა ნაცვლიშვილი ჩანს. კადრებში კარგად ჩანს, რომ ის არაფხილზე მდგომარეობაში მართავს მანქანას. ის ან ნარკოტიკული ან ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფება. P.S.-ის წყაროს ინფორმაციით, როდესაც პოლიციელმა ხელმძღვანელობას მიაწოდა ინფორმაცია ამ ფაქტის შესახებ, მას მისცეს ბრძანება, რომ სასწრაფოდ გაეთავისუფლებინა ლაშა ნაცვლიშვილი და არც კი ეფიქრა მის ხელმეორედ გაჩერებაზე ან, მითუმეტეს, დაჯარიმებაზე.

შსს-ს ინფორმაციით, შემოწმების ფარგლებში, ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, დადგება შესაძლო სამართალდარღვევის ჩამდენი ყველა პირის პასუხისმგებლობის საკითხი. 

დღის ამბები