17 ნოემბერი 2024,   07:25
ვრცლად
„ხეობაში არის 37 გვარი და ყველა იმ გვარის წარმომადგენელი არის დღეს ჩამოსული "-მალხაზ მაჩალიკაშვილი

რუსთაველის გამზირზე შვილმოკლული მამების აქციას დღეს პანკისში მცხოვრები 37 გვარის წარმომადგენელი შეუერთდა. მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, ესაა დასტური, რომ მთელი პანკისის ხეობა მისი ოჯახის გვერდით დგას და მასთან ერთად ითხოვს სამართლიანობის აღსრულებას. პანკისის მაცხოვრებლები და მაჩალიკაშვილები მაშტაბურ აქციებს 25 ნოემბერს  აანონსებენ და სამომავლო გეგმებზე საუბრობენ.

„ხეობაში არის 37 გვარი რამდენადაც მე ვიცი. ყველა იმ გვარის წარმომადგენელი არის დღეს ჩამოსული იმისთვის, რომ ამ ხალხს საერთოდ არ აინტერესებს არც პოლიტიკა, არც პარტიები. ეს ადამიანები ითხოვენ იმას, უკვე ერთი წელიწადი სრულდება უკვე რაც მოხდა მკვლელობა, თემირლანის დახვრეტა. ამ ადამიანებს აინტერესებთ აღიაროს სახელმწიფომ თავისი პირდაპირი დანაშაული,“-განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

25 ნოემბერს არის თემირლან მაჩალიკაშვილი დაბადების დღეს და სწორედ ეს თარიღი იქნა სიმბოლურად შერჩეული აქციისთვის. ზაზა სარალიძე მოუწოდებს  ყველა შვილმოკლულ მშობელს რომ შეუერთდეს აქციას.

„კიდევ დავანახოთ ამ ხელისუფლებას და არამარტო ამ ხელისუფლებას, მთელს საზოგადოებას რომ ჩვენ არ ვართ მარტო და არ  ვიბრძვით მარტო,“-განაცხადა ზაზა სარალიძემ.

 

დღის ამბები