არჩევნების პერიოდი ყოველთვის დრამატულია, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ თავშეკავება გამოიჩინოს ყველა მხარემ - ამ განცხადებას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი აკეთებს. როს უილსონი უკვე შეხვდა პრეზიდენტობის ორივე კანდიდატს.
"საქართველოში, ქვეყნის უახლოეს პოლიტიკურ ისტორიაში ძალიან საინტერესო დროს ჩამოვედი. რა თქმა უნდა, არსებობს არჩევნებთან დაკავშირებული დაძაბულობა, რაც ნორმალურია ნებისმიერ დემოკრატიაში. ძალიან საინტერესოა ამ პროცესზე დაკვირვება. კარგი შეხვედრები მაქვს ოფიციალურ პირებთან, მომდევნო დღეებში ვხვდები სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებსაც, ასევე ვესაუბრე ორივე კანდიდატსაც. რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ნებისმიერი არჩევნების პერიოდი ყოველთვის დრამატულია და არის ბევრი რიტორიკა, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ თავშეკავება გამოიჩინოს ყველა მხარემ. საქართველომ უნდა გააგრძელოს იყოს ღია დემოკრატიული საზოგადოება,“-აცხადებს როს უილსონი.