17 ნოემბერი 2024,   07:22
ვრცლად
ამომრჩევლის მოსყიდვა, თუ ჭარბვალიანობაზე ზრუნვა - ე.წ. შავ სიებში მოხვედრილი მოქალაქეების ნაწილს, ვალი გაუნულდება

მოვალეთა ე.წ. შავ სიაში მყოფ მოქალაქეებს ვალები გაუნულდებათ, თუმცა ვალები მხოლოდ იმ პირებს ჩამოეწერებათ, ვისი ძირი სესხიც 2000 ლარზე ნაკლებია. პრემიერის ინფორმაციით ასეთი ქვეყანაში 600 ათასი მოქალაქეა და მათ ვალს მილიარდ ნახევარი ლარით ფონდი "ქართუ" გამოსყიდვის.

სესხის განულება არ შეეხება მათ, ვისი კრედიტიც 2000 ლარს ზევით არის. არც მათ, ვინც ერთ წლის განმავლობაში თუნდაც ერთხელ და თუნდაც მინიმალური გადასახადი გადაიხადა ამ სესხზე და არც მათ, ვისაც ჩადებული აქვს სესხის სალომბარდე ან უძრავი ქონებით უზრუნველყოფა.

"ქართუ" ფონდმა პასუხისმგებლობა მილიარდნახევარი ლარის ოდენობის სესხზე გადაიბარა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ ფონდი, თანხას სრულად დაფარვას, რა პირობები შესთავაზა "ქართუმ" ბანკებს უცნობია.

ასევე სესხი არ ჩამოეწერებათ vivus-ის კლიენტებს, რადგან ფინანსთა მინისტრის განმარტებით, ამ კომპანიასთან მოლაპარაკება ვერ შედგა. თავად მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში კი ამბობენ, რომ მათ უწყებას კონკრეტული პირობები გადაუგზავნეს, თუმცა ფინანსთა სამინისტროსგან პასუხი არ მიუღიათ.

ოპოზიცია მიიჩნევს, რომ რეალურად "ოცნების ინიციატივა ჭარბვალიანობის პრობლემას ვერ აგვარებს და არც ივანიშვილის ფონდის დახარჯული მილიონების სჯერათ. სამოქალაქო სექტორი კი ამომრჩევლის უპრეცედენტო მასშტაბის შესაძლო  მოსყიდვაზე საუბრობს და პროკურატურას ფაქტის შესწავლას სთხოვს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები