17 ნოემბერი 2024,   07:43
ვრცლად
"პოლიტიკური აფექტი," "პანიკა" - ექსპერტები ვალების განულების შესახებ ხელისუფლების ინიციატივას აფასებენ

პოლიტიკური ფასი, რომელსაც ივანიშვილი არჩევნების მოგებისთვის იხდის - ასეთია ექსპერტების შეფასება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ინიციატივაზე, რომლის მიხედვითაც ე.წ. შავ სიებში მყოფი მოქალაქეების ნაწილს ვალები გაუნულდება. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ "ქართული ოცნება" პანიკაშია და სახეზეა პოლიტიკური აფექტის მდგომარეობა.

ექსპერტების ნაწილი არც იმას გამორიცხავს, რომ „ქართული ოცნება“ უკვე იტყუება და ივანიშვილი მილიარდ ნახევარს ხალხის ნაცვლად ბანკებს არ გადაუხდის. პირველი იანვრიდან ქვეყანაში საპენსიო რეფორმა დაიწყება და ხალხს დამატებით შემოსავლის ოთხი პროცენტის გადახდა სახელმწიფოსთვის მოუწევთ. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ეს ფული ბანკებში დაგროვდება და მილიონების ბრუნვის სანაცვლოდ ბანკები მკვდარი ვალების ჩამოწერას დათანხმდნენ.
ექსპერტების ნაწილი ფიქრობს, რომ ივანიშვილის ინიციატივა საკრედიტო სფეროს დაანგრევს, რადგან მოსახლეობაში გაჩნდა განცდა, რომ სესხებს სხვა გადაიხდის და თუ კი საპრეზიდენტო არჩევნების "ქართუ ფონდი" ხელისუფლება სამომხმარებლო სესხების გადახდას დათანხმდა, მაშინ პოლიტიკურად ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნების წინ შესაძლოა "ქართული ოცნების" ლიდერმა ხალხს იპოთეკური სესხებიც დაუფაროს.

დღის ამბები