შავი სიიდან შავ PR-მდე - "ქართული ოცნება" აგრესიული თავდასხმების და კონკურენტების დისკრედიტაციის გზას ირჩევს. წარუმატებელი პირველი ტურის შემდეგ, მმართველი პარტია ოპოზიციის ძლიერი და პოპულარული კანდიდატის დაკნინებას ცდილობს. "ოცნებამ" კონტრაქტი შავი პიარის მსოფლიოში ცნობილ სპეციალისტთან გააფორმა, რომლის სტილი აგრესიულობა და კონფრონტაციაა.
სუფთა კანდიდატის გაშავება, ეს არის სტრატეგია, რომელითაც "ქართული ოცნების" ახალი იდეოლოგი მთელს მსოფლიოში მუშაობს. მოშე კლუგჰაფტის პარტნიორი თავად ყვება, როგორ უნდა მოახდინოს ოპონენტის დისკრედიტაცია. PR კონსულტანტების ჯგუფი, საქართველომდე ავსტრიაში, რუმინეთსა და ისრაელში მუშაობდნენ, მათ ამ ქვეყნებს თავი ყველაზე რადიკალური მეთოდებით დაამახსოვრა. ვინ ჩამოიყვანა საქართველოში იდეოლოგი, რომელის სტრატეგიითაც სუფთა კანდიდატის ბინძურად წარმოჩენაა. სალომე ზურაბიშვილმა შაბათს თქვა, რომ დამკვეთი "ქართული ოცნებაა."
დღეს კი "ქართულმა ოცნებამ" შავი PR-ის ნათლიმამის ჩამოყვანა სალომე ზურაბიშვილს გადააბრალა.
რადიკალური მეთოდებით მებრძოლი იდეოლოგის ხელი "ქართულ ოცნებას" უკვე ეტყობა, ოპონენტების მადისკრედიტებელი სარეკლამო პლაკატები თბილისსა და საქართველოსი რეგიონებში გასულ კვირას გამოჩნდა.
"კურიერის" ინფორმაციით, "ქართული ოცნება" არჩევნებამდე ხუთი დღით ადრე კიდევ უფრო რადიკალურ მეთოდებზე გადავა, 23 ნოემბრიდან ქუჩებში უფრო მძიმე პლაკატები გამოჩნდება. 22 ნოემბრიდან კი მმართველი პარტია ფარული ჩანაწერების ახალ სერიას ისევ უკრაინული ვებგვერდების მეშვეობით გამოაქვეყნებს. პანიკა და მიღებული ინფორმაციით შოკში მყოფი ამომრჩეველი ეს "ქართული ოცნების" ახალი იდეოლოგის სტრატეგიაა.