17 ნოემბერი 2024,   07:24
ვრცლად
კარტოფილით და ხახვით ამომრჩეველთა მოსყიდვის შემდეგ, საქმეში ე.წ. კანონიერი ქურდები ჩაერთვნენ-გარდაბანში მოსახლეობას ემუქრებიან

"ქართული ოცნების" წინასაარჩევნო აგრესიული კამპანიის ახალი ტალღა - "შაბათის კურიერში" გასული რეპორტაჟის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილის საიდუმლო შტაბი გარდაბანში დახურულია, თუმცა ზეწოლა ამომრჩევლებზე არ შეწყვეტილა, საქმეში კრიმინალური ავტორიტეტები ჩაერთვნენ. პოლიტიკური მხარდაჭერას რეგიონში კარტოფილითა და ხახვით აღარ ყიდულობენ, სახელისუფლებო პარტიის აქტივისტები, ახლა კანონიერი ქურდების ფოტოებით დადიან და მოსახლეობას აშინებენ.

"კურიერის" ინფორმაციით "ქართული ოცნებისა" და კრიმინალური ავტორიტეტების შუამავალი ბიზნესმენი ნადიკ სადიკოვი იყო, რომელიც ამომრჩეველთა ხმების მობილიზებას, მოსყიდვის გზით ცდილობდა. დღეს სადიკოვმა დაადასტურა, რომ მოქალაქეების პერსონალურ მონაცემებს მთავრობისთვის აგროვებდა, თუმცა "კურიერის" ეთერში გასული რეპორტაჟის შემდეგ, იძულებული იყო ეს პროცესი შეეწყვიტა.

გარდაბანში "ქართული ოცნებისა" და კრიმინალური ავტორიტეტების გარიგების შესახებ ინფორმაცია აქვს ოპოზიციას. რამინ ბაირამოვი ამტკიცებს, რომ კანონიერი ქურდებით ხალხის დაშინება არჩევნების პირველი ტურის წინაც ხდებოდა, თუმცა ახლა ახალი მასშტაბები მიიღო.

ამომრჩეველთა მოსყიდვის კონკრეტული მტკიცებულებების გასაჯაროების მიუხედავად, ოფიციალურ უწყებებს ამომრჩევლების მოსყიდვის ფაქტზე გამოძიება არ დაუწყიათ. სამართალდამცველებმა კი ექსპერტიზაზე უკვე წაიღეს იარაღი, რომელიც "კურიერის" კამერამ გარდაბანში გადაიღო, სალომე ზურაბიშვილის არაფორმალურ შტაბში დააფიქსირა. უცნობია, დაიწყება თუ არა სისხლის სამართლებრივი დევნა ნადიკ სადიკოვის წინააღმდეგ, რომელიც "ქართული ოცნების" მხარდამჭერია.

ავტორი: ჯეიხუნ ნარზალოვი. 

  

ამავე თემაზე
დღის ამბები