შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ლაშა ნაცვლიშვილის საქმეზე მოკვლევა დაიწყო. საუბარია ფაქტზე, რომელზეც ინფორმაცია P.S.-მა გაავრცელა. ექსკლუზიურად მოპოვებულ კადრებში ჩანს „ქართული ოცნების“ მთავარი იდეოლოგი ლაშა ნაცვლიშვილი, რომელიც ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ან ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდა, საჭეს ვერ მართავდა და პოლიციას არ ემორჩილებოდა, თუმცა მიუხედავად მისი ამ მდგომარეობისა, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს, რომელმაც ნაცვლიშვილი გააჩერა ზემდგომმა მისი გაშვება უბრძანა.
არადა კანონის თანახმად მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე ჯერ ნარკოლოგიურ შემოწმებაზე უნდა გადაეყვანათ შემდეგ კი გამოძიება დაეწყოთ.
"რუსთავის 2"-ის ეთერში რეპორტაჟის გასვლის შემდეგ, შსს-მ გამოძიება დაიწყო.
ოპოზიცია იმ პირის გამოვლენას ითხოვს, ვინც ლაშა ნაცვლიშვილის გაშვების ბრძანება გასცა. პოლიტიკური პარტიები სკანდალური ვიდეომასალის გასაჯაროების შემდეგ ამტკიცებენ, რომ ათობით ადამიანის სიცოცხლე იმ ღამით რისკის ქვეშ შინაგან საქმეთა მინისტრმა დააყენა, რომელმაც პატრულს უკანონო ბრძანება მისცა და არაფხიზელ მდგომაროებაში მყოფ ნაცვლიშვილს საჭის მართვის უფლება მისცა.