17 ნოემბერი 2024,   07:34
ვრცლად
დედა სიდონიას ჯილდო და საპატრიარქოს მწვავე განცხადება მონაზვნის წინააღმდეგ  

საპატრიარქოს განცხადება დედა სიდონიას შესახებ - დედა სიდონია ფიქრობს, რომ საქართველოს საპატრიარქომ დღეს მისი დისკრიმინაცია სცადა. დავის მიზეზი დღეს ეკლესიის სახელით გამოქვეყნებული განცხადება გახდა, სადაც საპატრიარქომ დედა სიდონიას სტატუსი ეჭვის ქვეშ დააყენა და სასულიერო პირი ე.წ. მონაზვნად მოიხსენია.

საქართველოს საპატრიარქომ განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც დედა სიდონია, სახალხო დამცველთან არსებულმა ტოლერანტობის ცენტრმა ტოლერანტობის ქომაგის სტატუსით დააჯილდოვა.

რატომ მოყვა მონაზვნის ჯილდოს ეკლესიის პროტესტი, ამის ახსნა დედა სიდონიას უჭირს.

ტოლერანტობის ცენტრის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, თეოლოგი ბექა მინდიაშვილია. მისთვის საპატრიარქოს პოზიცია გაუგებარია. დედა სიდონიას ტოლერანტობის ქომაგის წოდება, ბაბტისტურ-ევანგელისტური ეკლესიის ეპისკოპოსმა, რუსუდან გოცირიძემ გადასცა, რომელიც ამბობს, რომ მხარი მონაზვნის კანდიდატურას 32-ივე კონფესიის წარმომადგენელმა დაუჭირა.

ტოლერანტობის ქომაგის ტიტულს ტოლერანტობის ცენტრი ყოველწლიურად იმ ადამიანებს ანიჭებს, ვინც ტოლერანტობით და შემწყნარებლობით გამოირჩევა. წელს ეს ჯილდო დედა სიდონიასთან ერთად, საქართველოში ჰოლანდიის ელჩმაც მიიღო.

ავტორი: ნინო გაზდელიანი. 

დღის ამბები