17 ნოემბერი 2024,   07:29
ვრცლად
ხანძარი ხობის მუნიციპალიტეტის, სოფელ ხეთაში - დაშავებულია 5 ადამიანი 

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთაში საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა, მათგან ორი არასრულწლოვანია. ერთ-ერთი ვერსიით, ცეცხლი აფეთქებას მოყვა. როგორც დაზარალებულები ჰყვებიან სახლში არავინ იმყოფებოდა, ოჯახის წევრების დაბრუნების შემდეგ კი როცა სინათლე აანთეს, სწორედ ამ დროს მოხდა აფეთქება.

წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 150 კვადრატული მეტრის ფართი. დაშავებულები ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში არიან გადაყვანილი.

დღის ამბები