რუსეთის გენერალური პროკურატურა საქართველოში დაკავებული ძმები გლუშკოვების ექსტრადირებას ითხოვს. რუსული მედიის ინფორმაციით, ფედერაციის საგამოძიებო უწყებამ შესაბამისი მოთხოვნით უკვე მიმართა საქართველოს.
ინტერპოლის მიერ ძებნილ ძმებს, ნიჟნი-ნოვგოროდის დეპუტატებს, რუსეთის ხელისუფლება თაღლითობისა და ქრთამის აღებისთვის ეძებდა და რამდენიმე მილიონის მითვისებაში ადანაშაულებდა. ისინი საქართველოში სარფის გამშვები პუნქტის გავლით 2018 წლის გაზაფხულზე შემოვიდნენ.
„კურიერის“ ინფორმაციით, დეპუტატი ძმები 6 თვის განმავლობაში თავისუფლად გადაადგილდებოდნენ და პოლიტიკური დევნილის სტატუსის მიღებაზე პროკურატურის მაღალჩინოსნებთან მოლაპარაკებებსაც მართავდნენ.
საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გლუშკოვებს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები დიდ თანხას სძალავდნენ. ფულის გადახდაზე უარი თქმის შემდეგ კი ძმები დააკავეს და გლდანის ციხეში ჩასვეს.