მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილისა და “ქართული ოცნების” მთავარი იდეოლოგის ლაშა ნაცვლიშვილის ჩანაწერებთან დაკავშირებით მესამე სექტორი კიდევ ერთ განცხადებას აკეთებს.
საუბარია კადრებზე, რომელიც P.S.-ის ეთერში გავიდა და სადაც არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ნაცვლიშვილი ავტომობილს მართავს და საპატრულო ეკიპაჟს შურაცხყოფას აყენებს.
ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა “ჰაბ ჯორჯიას” აღმასრულებელი დირექტორის შეფასებით სახელმწიფო საგზაო წესრიგის დაცვის მაგივრად, თავისი ქმედებით ახალისებს კონკრეტულ პირებს, რომლებიც მოქალაქეებისთვის საფრთხეს ქმნიან.
„არაერთხელ მოგვისმენია გარკვეული ინიციატივები მთავრობის მხრიდან თუ რითი უნდა ვებრძოლოთ ქვეყანაში ამ მძიმე სტატისტიკას, ვხედავთ ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც მაგალითს უნდა ქმნიდნენ, რომ მოქალაქეებმა დაიცვან საგზაო მოძრაობის წესები, რეალურად როგორ სარგებლობენ გარკვეული ხელშეუხებლობით თავხედურად გაურბიან კანონმდებლობას,“-ამბობს ვასო ურუშაძე.