გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა ქართველი მებრძოლის გია ცერცვაძის ოჯახს მიუსამძიმრა. გრიგოლ ვაშაძემ თანადგომა გამოუცხადა ქართველი მეომრის ოჯახს. მან გია ცერცვაძის მიერ ქართულ და უკრაინულ არმიაში შეტანილი წვლილის შესახებ ისაუბრა.
„საქართველომ დაკარგა ღირსეული შვილი ნამდვილი შვილი ნამდვილი მეომარი, ძალიან დააკლდება ის ქართველ ხალხს საქართველოს, ჩვენს შეიარაღებულ ძალებსაც და უკრაინის შეიარაღებულ ძალებსაც. სადაც ის რუსეთის იმპერიალიზმს საქართველოს შემდეგ ებრძოდა. გულწრფელი ღრმა თანაგრძნობა ამ ოჯახს და ყურადღებას არ მოვაკლებთ,“-ამბობს გრიგოლ ვაშაძე.
გია ცერცვაძე რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა აფხაზეთისა და აგვისტოს ომში. 2013 წელს კი საომრად დონეცკშიც წავიდა. ვიცე-პოლკოვნიკი გია ცერცვაძე, უმაღლესი კვალიფიკაციის სამხედრო პირი და სპეცდანიშნულების გამოცდილი თანამშრომელი იყო.