ხობში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაშავებული 67 წლის მამაკაცი ცოტა თბილისის დამწვრობის ცენტრში გარდაიცვალა.
შემთხვევის შედეგად სულ 7 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი მცირეწლოვანია. დამწვრობის სიმძიმიდან გამომდინარე 5 დაშავებულის თბილისში გადმოყვანა გახდა საჭირო.
ერთ-ერთი ვერსიით, ცეცხლი აფეთქებას მოყვა. როგორც დაშავებულები ჰყვებიან აფეთქება მას შემდეგ მოხდა, რაც სახლში დაბრუნებულებმა შუქი აანთეს.
„სამწუხაროდ , ერთი პაციენტი 7 საათზე დაახლოებით გარდაიცვალა. მას აღენიშნებოდა სხეული უნივერსალური დამწვრობა 95 პროცენტი, სასუნთქი გზების დაზიანება, უმძიმესი დამწვრობითი შოკი. დანარჩენი პაციენტები იმყოფებიან დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში კრიტიკულ მდგომარეობაში“-