02 ივლისი 2024,   11:14
ვრცლად
სროლა ჩიკაგოსა და დერვერში - გარდაცვლილია 5 ადამიანი

4 ადამიანი ემსხვერპლა სროლას ჩიკაგოში. შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლი საავადმყოფოსთან გახსნა. მან კლინიკის ავტოსადგომზე ჯერ მეგობარ გოგონას ესროლა, შემდეგ შენობაში შევიდა და სროლა განაგრძო. დაიღუპა ერთი ექიმი, ფარმაცევტი და პოლიციელი.

გარდაცვლილი იპოვეს თავდამსხმელიც, თუმცა უცნობია ის დაცვამ მოკლა თუ თავი მოიკლა.

მსხვერპლით დასრულდა სროლა ქალაქ დენვერშიც, შემთხვევა ქალაქის ცენტრში მოხდა. სამართალდამცველებმა სროლის ადგილზე 4 დაჭრილი იპოვეს. ერთ-ერთი საავადმყოფოში გადაყვანამდე გარდაიცვალა. თავდამსხმელის ვინაობა და მოტივი უცნობია.

დღის ამბები