ვაშინგტონში საახალწლო მზადება დაიწყო. თეთრ სახლში 6 მეტრიანი ნაძვის ხე მიიტანეს. ეზოში ტრადიციულად ეტლით შეიტანეს, კართან კი მას დონალდ და მელანია ტრამპები დახვდნენ.
მათ საახალწლო ნაძვის ხე შეამოწმეს და მისი მორთვის ნებართვაც გასცეს.
დღესვე თეთრ სახლში კიდევ ერთი ტრადიციული ცერემონია გაიმართება. მადლიერების დღესთან დაკავშირებით პრეზიდენტი ინდაურს შეიწყალებს.
ცერემონია თეთრი სახლის ვარდების ბაღში გაიმართება, მის დაწყებამდე კი ინდაურები ვაშინგტონის ერთ-ერთ ფეშენებელურ სასტუმროში მიიყვანეს.