02 ივლისი 2024,   10:59
ვრცლად
ავსტრალიელმა სამართალდამცველებმა ტერაქტი აღკვეთეს

ავსტრალიელმა სამართალდამცველებმა ტერაქტი აღკვეთეს. პოლიციამ თავდასხმის მომზადებაში ეჭვმიტანილი 3 პირი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულები მასშტაბური ტერაქტის მოწყობას მელბურნში, ხალხმრავალ ადგილზე გეგმავდნენ. 21-დან 30 წლამდე ასაკის მამაკაცები პოლიციამ მას შემდეგ დააპატიმრა, რაც ისინი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენას შეეცადნენ.

სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ ეჭვმიტანილები დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს  წევრები არიან. ყველა დაკავებული ეროვნებით თურქია, მაგრამ ავსტრალიის მოქალაქეა. მათ სამართალდამცველები ბოლო ერთი წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ.

დღის ამბები