02 ივლისი 2024,   11:07
ვრცლად
ესპანეთის სანაპიროს ძლიერი შტორმი დაატყდა თავს

ესპანეთის სანაპიროს ძლიერი შტორმი დაატყდა თავს. გადაუღებელი წვიმისა და ძლიერი ქარის გამო, ვალენსიაში ალიკანტესა და მაიორკაზე განგაშის წითელი დონეა გამოცხადებული.

სამხრეთ რეგიონში ნალექის რეკორდული დონე დაფიქსირდა, რის გამოც მდინარეები კალაპოტიდან გადმოვიდა და რამდენიმე დასახლება დატბორა. ლუგოში წყლის დონემ ერთ მეტრს მიაღწია. 83 წლის ქალი, საკუთარ სახლში დაიხრჩო.

რთული ვითარებაა კანარის კუნძულებზეც. ძლიერმა ტალღებმა საკურორტო ზონა დატბორა და ტურისტული ინფრასტრუქტურა დააზიანა. სამაშველო სამსახურმა რისკის ზონად ბალიკისა და მურჩიას რეგიონებიც გამოაცხადა.

დღის ამბები