სკოლებში არსებული პრობლემების პრევენციის მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაციამ, „მშობლები განათლებისათვის“ უფასო საკონსულტაციო ქოლცენტრი შექმნა.
სატელეფონო მომსახურების ცენტრში დაინტერესებული პირები კონსულტაციებს გაივლიან ისეთ საკითხებზე როგორიცაა ბავშვზე ძალადობა, ბულინგი, სკოლის თანაშრომლების უფლება-მოვალეობები და სასწავლო პროცესთან დაკავშირებული სხვა საკითხები.
ორგანიზაციაში "მშობლები განათლებისთვის" თვლიან, რომ მშობლებისა და სკოლის პედაგოგებს შორის კომუნიკაცია კვლავ პრობლემად რჩება.
„ამ დრომდე პრობლემად რჩება სკოლებში, სკოლის თანამშრომლებსა და მშობლებს შორის სწორი კომუნიკაცია, შედეგად ზარალდება მოსწავლე. ამისთვის ჩვენ გავაკეთეთ საკონსულტაციო ქოლცენტრი. სადაც მშობელი დარეკავს ნომერზე, 0322196080 და კონკრეტულ შემთხვევას მოუყვება განათლების სპეციალისტს რომელიც დააკვალიანებს, როგორ ჯობია ასეთ შემთხვევაში, რომ მოიქცეს ქოლცენტრში შეუძლია დარეკოს მასწავლებელსაც და ნებისმიერ ადამიანს რომელიც სკოლის ცხოვრებითაა დაინტერესებული,“-განაცხადა მეგი კავთუაშვილმა.