17 ნოემბერი 2024,   07:57
ვრცლად
ბანდიტების, ქურდების, მომპარავების და მაყურებლების მობილიზება მოახდინეს - მურთაზ ზოდელავა სამეგრელოში შექმნილ ვითარებაზე საუბრობს

საარჩევნო პროცესში "ქართულმა ოცნებამ" და ხელისუფლებამ ე.წ. კანონიერი ქურდები და მაყურებლები ჩართო. ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სამეგრელოს რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის მურთაზ ზოდელავას განცხადებით, კრიმინალური ავტორიტეტები მოსახლეობაში დადიან და აფრთხილებენ, რომ ხმა ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს მისცენ.

ოპოზიციის ინფორმაციით, კრიმინალები საარჩევნო კამპანიაში უშუალოდ შინაგან საქმეთა მინისტრის მითითებით ჩაერთნენ და მათ პოლიციის მხრიდან ხელშეუხებლობის გარანტიებიც მიიღეს.

„ცხაკაია არის ზუგდიდში მაყურებელი და არის ვინმე მანჩო ქარჩავა, რომელიც არის ხობის მაყურებელი. ეს ორი ადამიანი გააქტიურდნენ და გაააქტიურეს ისინი უშუალოდ გახარიას დავალებით. აი, აქ არის კაკავა, ეს არის გახარიას მიერ დანიშნული სუბიექტი, რომელიც ცხოვრობს, გადმოცხოვრდა სამეგრელოში და ყველა ეს ბანდიტები, ქურდები, მომპარავები და მაყურებლები, რომელთა მობილიზიბაც მოახდინეს. ზუგდიდის მაყურებელს სპეციალურად დაუბურეს თავისი  რენჯროვერის ჯიპი, რომლითაც ის გადაადგილდება სპეციალური ნებართვით დაუბურეს მას შუშები, და არიგებს ფულს, ვიღაცეებს აშინებს. არცერთი წესიერი ადამიანი თქვენ ხმას არ მოგცემთ, არცერთი ნორმალური, კანონმორჩილი ადამიანი თქვენ ხმას არ მოგცემთ და არცერთი პოლიციელი არ არის თქვენი მომხრე, პირველ რიგში იმიტომ, რომ თქვენ ეყრდნობით აქ მომპარავებს და მაყურებლებს“- აცხადებს ზოდელავა

ფაქტის შესახებ გაერთიანებული ოპოზიცია საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებსაც აცნობებს.

დღის ამბები