საარჩევნო სისტემაში ცვლილებები - ინტერფრაქციული ჯგუფი ხელისუფლებას ინიციატივით მიმართავს. 19 პოლიტიკური პარტია მმართველ პარტიას საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდებს.
ინტერფრაქციული ჯგუფი ასევე, 2020 წლისთვის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის პროპორციულით შეცვლას ითხოვს.
„ჩვენ ვითხოვთ ხელისუფლებისგან, რომ მან დააფიქსიროს თავისი დამოკიდებულება საკონსტიტუციო ცვლილების აუცილებლობასთან დაკავშირებით საარჩევნო სისტემის ნაწილში - ერთი, მეორე, ჩვენ კონკრეტულად აქცენტს ვაკეთებთ, რას ვგულისხმობთ ამ საკონსტიტუციო ცვლილებაში. ეს ნიშნავს ისევ და ისევ იმ ყბადაღებული მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას და პროპორციულის დამკვიდრებას. ამ საკითხზე, სისტემის დეტალებზე, იქ ბარიერზე, იქ ბლოკებზე და ა. შ. სისტემასთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ვთავაზობთ ხელისუფლებას, რომ გადაუდებლად, უმოკლეს ვადებში შეიქმნას გარკვეული ფორმატი“ - აცხადებს „ახალი მემარჯვენეების“ თავმჯდომარე, მამუკა კაციტაძე.