17 ნოემბერი 2024,   07:37
ვრცლად
დედა სიდონია და საპატრიარქოს განცხადება - სინოდის წევრები განმარტებებს არ აკეთებენ 

საპატრიარქოს მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელშიც დედა სიდონიაზე იყო საუბარი, სინოდის წევრები განმარტებებს არ აკეთებენ. 

საპატრიარქომ გუშინ დედა სიდონიას სტატუსი ეჭვის ქვეშ დააყენა და სასულიერო პირი ე.წ. მონაზვნად მოიხსენია.

ეს განცხადება საპატრიარქომ მას შემდეგ გაავრცელა, როდესაც დედა სიდონიას ტოლერანტობის ქომაგის ჯილდო გადაეცა. 

„არაფერი სადაო არ გამხდარა, საპატრიარქომ განაცხადა უბრალოდ, რომ დედა სიდონია არ არის საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენელი,“ - აღნიშნა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, მეუფე თეოდორემ (ჭუაძე). 

დღის ამბები