17 ნოემბერი 2024,   07:52
ვრცლად
„მტკიცებულებების გაყალბება ხდებოდა და ამის გამო არ აღსრულდა მართლმსაჯულება“ - მოზარდების მკვლელობის საქმეზე 6 მოწმე დაიკითხა

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვნის სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის 6 მოწმე დაიკითხა.

სხდომაზე დაცვის მხარემ საქმეზე მტკიცებულებების სახით მირზა სუბელიანის საუბრის ფარული ჩანაწერების დართვა მოითხოვა. მისი განცხადებით, უნდა დაიკითხონ ჩანაწერის ფიგურანტები ვიქტორ ჯაფარიძე და დავით ცუხიშვილი. სასამართლომ აღნიშნულ შუამდგომლობაზე ბრალდების მხარეს გარკვეული დრო მისცა.

პროკურორ მირიან მეგრელიშვილის თქმით, მოწმეები გარკვეულ ფაქტობრივ გარემოებებზე მნიშვნელოვან ინფორმაციებს ფლობდნენ.

 „დღევანდელ პროცესზე დაიკითხა ბრალდების 6 მოწმე, მათ შორის ორი არასრულწლოვანი მოწმე. სრულწლოვანი მოწმეები იყვნენ კონფლიქტის ეზოში და მიმდებარე ტერიტორიაზე მაცხოვრებელი პირები, ხოლო არასრულწლოვანი პირებიც იყვნენ, რომლებიც ფლობდნენ გარკვეულ ფაქტობრივ გარემოებებს. ყველა მოწმის მოწოდებული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმისთვის მნიშვნელოვანია სხვადასხვა კუთხით,“- განაცხადა პროკურორმა, მირიან მეგრელიშვილმა. 

ადვოკატი ფრიდონ სიხუაშვილი პროკურატურის მხრიდან მტკიცებულებების განადგურებაზე საუბრობს. 

„გამომძიებლებს და პროკურორებს და მთავარი პროკურატურიდან დაწყებული, ყველა პროკურორი  მტკიცებულებებს ანადგურებდა, ფალსიფიცირება, გაყალბება ხდებოდა მტკიცებულებების და ამის გამო არ აღსრულდა მართლმსაჯულება,“- აცხადებს ფრიდონ სიხუაშვილი. 

დღის ამბები