ამ წუთებში „ქართული ოცნების“ ოფისთან საფინანსო კომპანია „საქართველოს“ დაზარალებულები არიან შეკრებილები. ისინი შენობაში შესვლასა და ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ითხოვენ.
ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც. ისინი აქციის მონაწილეებს ოფისში შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ, რა დროსაც შეკრებილებსა და სამართალდამცველებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა.
დაპირისპირების დროს ერთ-ერთი ქალბატონი შეუძლოდ გახდა და ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო.
საფინანსო კომპანია „საქართველოს“ დაზარალებულმა მედიკოსების დახმარება არ მიიღო და განაცხადა, რომ პროტესტის სხვა ზომას მიმართავს და საქართველოს საპატრიარქოსთან ჩოქვით მივა, იმ მიზნით, რომ იქ მაინც დაეხმარონ.