17 ნოემბერი 2024,   07:41
ვრცლად
შეხვედრა პროფკავშირების წარმომადგენლებთან და ხმა სალომე ზურაბიშვილს - გაერთიანებული პროფკავშირები პოლიტიკურ ბრძოლაში ერთვება 

გაერთიანებული პროფკავშირები პოლიტიკურ ბრძოლაში ერთვება და ხელისუფლების მხარეს იკავებს. წესით, პოლიტიკურად ნეიტრალური ორგანიზაციის ხელმძღვანელმა დღეს პროფესიული კავშირების ხელმძღვანელები დაიბარა და მოსთხოვა, ხმა სალომე ზურაბიშვილს მისცენ.

შეხვედრა პროფკავშირების წარმომადგენლებთან, დაახლოებით, ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე, ირაკლი პეტრიაშვილი, შეხვედრის მონაწილეებს ესაუბრებოდა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ უნდა დაუჭირონ მხარი სალომე ზურაბიშვილს არჩევნების მეორე ტურში. 

ირაკლი პეტრიაშვილი მიიჩნევს, რომ მან მხოლოდ მოქალაქეობრივი პოზიცია დააფიქსირა და არავის ნებაზე ზემოქმედება არ მოუხდენია.

„ეს არის იმ ანალიზზე დაყრდნობით, ჩვენი გადაწყვეტილება, რა შემთხვევაში შეუძლია, რომ განათლების პროფკავშირებმა გააგრძელოს არსებობა. რა შემთხვევაში შეუძლია, რომ რკინიგზის პროფკავშირებმა გააგრძელოს არსებობა. რა შემთხვევაში შეუძლია ის, რომ ადამიანებს ჩვენთან ურთიერთობა არ უჯდებოდეთ სამსახურის დაკარგვად. ეს არის ეს. აქედან გამომდინარე, ვინმეს აქვს ის ილუზია, რომ უნდა ავირჩიო ის, რომელიც გვკლავს და გვანგრევს? მე ჩემს აზრს ხმამაღლა ვამბობ და მეკრძალება, როგორც მოქალაქეს, რომ ეს ვთქვა?“ - განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე, ლავრენტი ალანია, ამბობს, რომ დღეს საქართველოში დემოკრატიაა და ყველას აქვს უფლება მას მისცეს ხმა, ვისაც სურს. 

„დღეს საქართველოში არის დემოკრატია, ყველას აქვს თავისუფლება, ვის მისცეს ხმა და ვის არა. რაც შეეხება თქვენს კითხვას, მოდი, რაა, იმ დროში მოკითხეთ, რა დროშიც რუსთავი2 იყო ხელისუფლებაში. რეალურ დროზე გეუბნებით, რომ არავის სამსახურიდან გათავისუფლება არ ემუქრება, ყველა შეინარჩუნებს სამსახურს, მაგრამ დღეს ქვეყანაა გადასარჩენი, დღეს გადასარჩენია იქ დასაქმებული ადამიანები იმიტომ, რომ რა დღეში იყვნენ, ვნახეთ დღეს და რა დღეში არიან და რა დღეში უნდა იყვნენ აი, ამიტომ შევიკრიბეთ დღეს,“ - განაცხადა ლავრენტი ალანიამ.

დღის ამბები