ყალბი პირადობის მოწმობები, რომელიც სპეციალურად არჩევნების მეორე ტურისთვის იბეჭდება - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ინფორმაციას კონკრეტულ წყაროზე დაყრდნობით ფლობს.
ეკა გიგაურის განცხადებით, საუბარია ორ რეგიონზე, სადაც იბეჭდება აღნიშნული პირადობის მოწმობებია. ესენია გარდაბანი და წალენჯიხა.
„რამდენიმე დღის წინ ჩატარდა თათბირი, სადაც კონკრეტულ ადამიანებს, მათ შორის, სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელს დაევალა, რომ ყალბი პირადობის მოწმობები დაებეჭდა, რომლის მიზანიც იქნებოდა ამ პირადობის მოწმობების არჩევნებში გამოყენება,“ - განაცხდაა ეკა გიგაურმა.