17 ნოემბერი 2024,   07:41
ვრცლად
"არჩევნების ჩატარების ლეგიტიმურობა დგება კითხვის ქვეშ" - საია ყალბი პირადობების დაბეჭვდის ფაქტზე საუბრობს

"ხელისუფლების ინტერესია, რომ სწრაფად მოხდეს გამოძიება," - ამის შესახებ განცხადება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ყალბი პირადობის მოწმობების დაბეჭვდასთან დაკავშირებით არსებულ ინფორმაციაზე გააკეთა.

ირმა პავლიაშვილის განცხადებით, ხვალ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მივლენ საგამოძიებო უწყებაში და მიაწვდიან უფრო დეტალურ ინფორმაციას. თუმცა, ისინი არ აპირებენ, რომ დაასახელონ წყარო, რომელმაც აღნიშნულ დეტალებზე მათთან ისაუბრა.

ირმა პავლიაშვილის განცხადებით, ეს არის შემთხვევა, როდესაც ხელისუფლების ინტერესშია სწრაფი და ეფექტიანი გამოძიება.

„ჩვენ ვიღებთ ისეთ გარემოს, როდესაც არჩევნების ჩატარების ლეგიტიმურობა დგება კითხვის ქვეშ და რა თქმა უნდა, ამ ხელისუფლების ინტერესებიც უნდა იყოს, რომ ეს პროცესები არ ასცდეს დემოკრატიული ქვეყნის ღირებულებებს და პრინციპებს," - განაცხადა ირმა პავლიაშვილმა.  

ამავე თემაზე
დღის ამბები