მმართველი პარტიის წევრია, გია ვოლსკი, არ ადასტურებს აგვისტოს ომის გმირის, გია ცერცვაძის, ოჯახის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პოლკოვნიკის დაკრძალვის ცერემონიაზე თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები არ მისულან.
გია ვოლსკი აცხადებს, რომ პანაშვიდზე იმყოფებოდნენ შტაბიდან და ასევე ადგილზე იყო საპატიო ყარაულიც.
რაც შეეხება ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ცერცვაძეების ოჯახს თავდაცვის სამინისტრომ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე გარდაცვლილის დაკრძალვაზე უარი უთხრა, გია ვოლსკი ამბობს, რომ ეს თავად ოჯახმა არ ისურვა.
„იყო ძმათა სასაფლაოზე დაკრძალვის თემა განხილული და ოჯახმა ისეთი გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც მარტო მას ეხება, რომ გორში დაკრძალულიყო ეს ადამიანი,“ - განაცხადა გია ვოლსკიმ.