"ხელისუფლების არაკვალიფიციურობას პასუხი არჩევნების პირველ ტურში გასცა," - ამის შესახებ განცხადება რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტის წევრმა, დავით ბერძენიშვილმა, გააკეთა.
მისი თქმით, არჩევნების ბედს წყვეტს ახლა ის ამომრჩეველი, ვინც ე.წ. შუაშისტები არიან და არც ნაციონალურ მოძრაობას და არც ქართულ ოცნებას არ უჭერენ მხარს. დავით ბერძენიშვილი დარწმუნებულია, რომ გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატს შეძლებს, დაამარცხოს სახელისუფლებო კანდიდატი.
„გრიგოლ ვაშაძე დღეს ფავორიტია. მას არ სჭირდება არავითარი პოპულისტური კამპანია. აქამდე მოვიდა სოლიდური კამპანიით. მას აქვს შესაძლებლობა, გაიმარჯვოს და დაამარცხოს. გარდა მისი ტრადიციული ხმებისა, ის იმატებს არა ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერების უმრავლესობას. ხელისუფლება ძალიან შეშინებულია,“ - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.
დავით ზურაბიშვილის ასევე გამოეხმაურა კახა კალაძის მიერ არასამთავრობოების კრიტიკას და განაცხადა, რომ არ შეიძლება, ასე ხელაღებით ისაუბრო ისეთ გავლენიან ორგანიზაციებზე, როგორიცაა, მაგალითად, საია.